აჭარაში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი

2021-05-21

2021 წლის 21 მაისს, ბათუმში, საქართველოს გაეროს ასოციაციის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“ პროექტის ფარგლებში, ოთხ პროფესიულ სასწავლებელთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობით, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას აჭარის რეგიონში.

ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ბატონმა კარლ ჰარცელმა გახსნა.
„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ.