ვაკანსია: მკვლევარი/ანალიტიკოსი

Date: 29 Nov 2019 News

საქართველოს გაეროს ასოციაცია თავისი კვლევითი და საინფორმაციო საქმიანობის მხარდასაჭერად აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მკვლევარ-ანალიტიკოსის პოზიციაზე.


სამუშაოს აღწერა:

  • გაეროს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ზოგადი და საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობით, მკვლევარი:
  • ეცნობა ქართულ და საერთაშორისო პრესას და ამზადებს მიმოხილვებს წინასწარ შეთანხმებული მიმართულებებით;
  • ეცნობა კვლევებსა და ანალიტიკურ სტატიებს, აჯამებს მათ და წერილობით ან ზეპირად ინფორმაციას აწვდის გაეროს ასოციაციის შესაბამის თანამშრომლებს;
  • ამუშავებს და წერს მიმოხილვით სტატიებს შეთანხმებული თემატიკის მიხედვით;
  • ასოციაციის სხვა თანამშრომლებთან ერთად მუშაობს კონკრეტული პროექტებისა და ღონისძიებების საინფორმაციო და ანალიტიკურ უზრუნველყოფაზე.

 

სასურველი კვალიფიკაციები:

  • კანდიდატი თავისუფლად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს, როგორც სასაუბროდ, ისე, განსაკუთრებით წერილობით და მას ამის დადასტურება უნდა შეეძლოს წერილობითი მასალით.
  • კანდიდატი დაინტერესებული უნდა იყოს საერთაშორისო მოვლენებითა და პოლიტიკით;
  • სხვა ენების ცოდნა უპირატესობად იქნება აღქმული.

 

სამუშაო პირობები

  • სამუშაო სრული განაკვეთითაა, ორმოცსაათიან სამუშაო კვირაზე გათვლით, თუმცა სამუშაო დღის რეგლამენტირება შესაძლებელია მენეჯმენტთან შეთანხმებისამებრ;
  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2019 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ 1) Curriculum Vitae ინგლისურ ენაზე; 2) სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა (შრიფტი 11, დაშორება ხაზებს შორის 1,5); 3) სასურველია, თუ უკვე გაქვთ, წარმოგვიდგინოთ თქვენი ნებისმიერი წერილობითი ნაშრომი ქართულ და/ან ინგლისურ ენებზე, თითოეული არაუმეტეს 2-3 გვერდისა. განაცხადი გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე: una@una.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ „მკვლევარ-ანალიტიკოსი".

საქართველოს გაეროს ასოციაცია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისათვის შერჩეულ კანდიდატებს.